Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი რას ამბობს, არავითარი ფასი არ აქვს, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი რას ამბობს, არავითარი ფასი არ აქვს, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან

29/03/2023 11:12:12 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი ფასი არ აქვს იმას, რას ამბობს ევროპარლამენტი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხზე არაფერი უთქვამთ.

კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და შესაბამისად, ეს საკითხი არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ, მათ მსგავსი [პოლიტპატიმრებზე] არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ივნისის ბოლომდე 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება.

„12 პუნქტის შესრულება ჩვენი ვალდებულებაა. ორი კანონპროექტის მიღებაა დარჩენილი. დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის გარეშე ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით. ეს ყველაფერი გაგრძელდება, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ორი კანონპროექტია მისაღები და ეს კანონებიც სათანადო დროში იქნება მიღებული. ივნისის ბოლომდე ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S