Accentnews.ge
გაბუნია აქონდროპლაზიის წამალის შესახებ –„გაიდლაინებში“ დამატებამდე გვჭირდება მეტი დრო და კონსულტაცია

გაბუნია აქონდროპლაზიის წამალის შესახებ –„გაიდლაინებში“ დამატებამდე გვჭირდება მეტი დრო და კონსულტაცია

29/03/2023 14:32:54 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალს შემოიტანს, სამინისტროს ამ თემაზე მეტი დრო და მეტი კონსულტაცია სჭირდება.

მისი თქმით, იშვიათი დაავადებები სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 30 მილიონამდე გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ პრეპარატს, გაბუნია განმარტავს, რომ რაკი პრეპარატი ახალია – მასზე მეტი კონსულტაციაა საჭირო:

„მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული იმისკენ, რომ მედიკამენტები, რომლებიც იქნება სიცოცხლის გადამრჩენელი და ხარისხიანი იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ კონკრეტულად აქონდროპლაზიისთვის იმ ახალ მედიკამენტზე, რომელიც რამდენიმე ხანია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება განსაკუთრებულ პირობებში. ამ მედიკამენტს ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი ვიდრე ეს მოხდება სტანდარტული მკურნალობის გაიდლაინებში და გამომდინარე აქედან, ჩვენ მეტი დრო და მეტი კონსულტაცია გვჭირდება, როგროც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან და ამ პროცესში ჩვენთან ერთად ჩართულია ჯანმო, ასევე ევროპის პაციენტთა ორგანიზაცია".

გაბუნია ასევე საუბრობს სპეციალურად შექმნილ საბჭოზე, რომელმაც იშვიათი დაავადების მქონე პირთათვის სერვისის მიწოდებაზე უნდა იმუშაოს. მისი თქმით, საბჭოს აკომპლექტებს მრავალპროფილური ექსპერტთა ჯგუფი, მათ შორის, სახალხო დამცველისა და სამინისტროს წარმომადგენლები:

„საბჭო, რომელიც ჩამოყალიბდა შეეხება იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სერვისებისა და ახალი მედიკამმენტების ქვეყანნაში დანერგვის პროცესების თაობაზე რეკომენდაციების მომზადებას. ეს არის ძლიან მნიშვნელვოანი პროცესი, მედიკამენტები, რომელიც ქვეყანაში დაინერგება, ახალი მედიკამენტები, უნდა იყოს ცხადია უსაფრთხო პირველ რიგში, ეფექტური და გამართლებული უნდა იყოს ის დანახარჯი, რომლისაც ქვეყანა ამ მიმართულებით გაიღებს და მან უნდა შეასრულოს ის მიზანი, რა მიზნითაც ეს მედიკამენტი გამოუშვა ფარმაცევტულმა კომპანიამ".

უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საქართველოში სპეციალური პრეპარატის შემოტანას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S