Accentnews.ge
"რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე"

"რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე"

30/03/2023 09:55:12 პოლიტიკა

რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან და ელიან თუ არა, რომ იგი კვლავ გააკეთებს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს.

ამასთან მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად არაობიექტურია.

„ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე“,- განაცხადა მდინარაძემ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ სრული პარტიული რესურსი გამოიყენა ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მეორე ტურში კი საარჩევნო ბანერებზე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოსახეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S