ირაკლი კობახიძე - აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს
30/03/2023 10:10:04 პოლიტიკა
ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს.
აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა თბილისში პლაკატების გაკვრას იმ დეპუტატების შესახებ, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ხმა მისცეს.
„აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს, თუმცა ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში, ინიციატორი იყო ოპოზიცია. თვითონ ხაბეიშვილი ამაყობდა იმ პლაკატებით, რომელიც მათ გამოაკრეს თბილისის ქუჩებში. პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის არიან სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.


