კობახიძე ზურაბიშვილის შესახებ – იმედია, მოხსენებაში მინიმუმამდე შემცირდება გაუგებარი განცხადებები
30/03/2023 10:29:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალოემ ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლისას "გარკვეულ გაუგებარ განცხადებებს" გააკეთებს.
„სამწუხაროდ, ხშირად კეთდება მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, გაუგებარი განცხადებები. ველოდებით, რომ ხვალაც იქნება გარკვეული გაუგებარი განცხადებები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მინიმუმამდე შემცირდება გაუგებარი განცხადებების წილი ხვალინდელ მოხსენებაში”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.
ხვალ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოვა.


