Accentnews.ge
ალასანია:  "ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის"

ალასანია:  "ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის"

30/03/2023 12:14:43 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნა „ძალიან გაჭიანურდა“.

მისი თქმით, თითქმის ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა სტრასბურგში გაასაჩივროს.

„უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია. იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ დღემდე მათთან გამოცდილება ურთიერთობის არ მქონია და იმედია არასდროს აღარ მექნება. მე ერთი რამ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ქვეყანა ააშენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის“, - განაცხადა ალასანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S