Accentnews.ge
კახა კალაძე - მეტროს სადგურებში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული

კახა კალაძე - მეტროს სადგურებში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული

30/03/2023 14:24:58 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურებში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგადად დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსება ხშირია.

„მეტროში პლაკატების გაკვრაზე არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, პლაკატები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული. „მოღალატე ჯაშუშები“ – წერია პლაკატებზე.

"მოღალატე ჯაშუშების" და "ეკლესიის მაგინებლების" პოსტერები თბილისის ქუჩებში პირველად 6 მარტს გამოჩნდა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების პარლამენტში განხილვის და სამოქალაქო პროტესტის პარალელურად.

"ეკლესიის მაგინებელი მოღალატეების" პლაკატები არ არის სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სიძულვილის ენას და დისკრიინაციულ კამპანიის პირველი შემთხვევა. არჩევნების წინ პერიოდულად ჩნდება ბილბორდები, სადაც სისხლის ლაქების ფონზე არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გამოსახული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S