დანიგენი: "რუსულ დეზინფორმაციას გავლენა აქვს საქართველოზე და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში"
30/03/2023 17:04:38 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი რობინ დანიგენი აცხადებს, რომ რუსულ დეზინფორმაციას გავლენა აქვს ქვეყანაზე და "სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებაში დაეხმაროს". ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„მე ვადევნებდი თვალს საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს „აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პროტესტი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მათი მომავალი მჭიდროდ იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე. რუსეთი ახორციელებს მავნებლურ საქმიანობას საქართველოში, მათ შორის – დეზინფორმაციის გზით. ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მათი დახმარება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. ევროკავშირმა გაწერა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. [ელჩად] დამტკიცების შემთხვევაში მე ვიმუშავებ ხელისუფლებასთან, რომ ამ რეფორმების დაგენრგვაში მხარი დავუჭირო", – განაცხადა რობინ დანიგანმა.


