დანიგანი – ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მათ შორის "შუა დერეფნის" საკითხს პრიორიტეტად ვაქცევ
30/03/2023 17:44:21 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი რობინ დანიგენი მიიჩნევს, რომ "შუა დერეფანი" საქართველოს თავისი მომავლის დასავლეთთან დაკავშირებაში უწყობს ხელს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მათ შორის "შუა დერეფნის" საკითხს პრიორიტეტად აქცევს.
რობინ დანიგანს სენატორმა პიტ რიკეტსმა ჰკითხა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს რუსეთის მცდელობას, საქართველო თავისი გავლენის სფეროსთან დააახლოოს. საპასუხოდ დანიგანმა შემდეგი განაცხადა:
„ეს ნამდვილად კრიტიკული კითხვაა და ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის ან ჩინეთის მავნებლურ საქმიანობასთან მიმართებით. საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობა, ძალისხმევა რომელსაც საქართველოსთან ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, შუა დერეფნის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით, ეხმარება საქართველოს თავისი მომავლის დასავლეთთან დაკავშირებაში. იმ შემთხვევაში, თუ მე [ელჩად] დამამტკიცებენ, გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტეტად დაყენებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.


