საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: "აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხედავთ"
30/03/2023 18:12:30 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი რობინ დანიგენი აცხადებს, რომ დამტკიცების შემთხვევაში "გააგრძელებს გულწრფელ საუბარს საქართველოსთან შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით". ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სენატორმა პიტ რიკეტსმა მას ჰკითხა, უნდა დაიკავონ თუ არა ხისტი პოზიცია საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ. საპასუხოდ რობინ დანიგანმა შემდეგი განაცხადა:
"აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხედავთ. დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ გულწრფელ ურთიერთობას მთავრობასთან. მე ვიცი, რომ ამჟამად გვაქვს მთავრობასთან ასეთი საუბარი და გავაგრძელებ მას“.


