Accentnews.ge
პრეზიდენტი – საპარლამენტო უმრავლესობას: "გავრილოვის ჩამოყვანით პირველად გააჩინეთ ეჭვები საგარეო კურსზე"

პრეზიდენტი – საპარლამენტო უმრავლესობას: "გავრილოვის ჩამოყვანით პირველად გააჩინეთ ეჭვები საგარეო კურსზე"

31/03/2023 09:03:17 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. მან თავის ყოველწლიურ ანგარიშში თქვა, რომ "დიდი გაუგებრობა" იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის კურსზე იწყება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

"2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ოპოზიციის მონაწილეობით შედგენილი ე.წ. მიშელის შეთანხმების ანულირებაც. მისი თქმით, ეს გამოხატავადა საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დამოკიდებულებას.

'ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S