Accentnews.ge
კობახიძე: "როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პარტიის აქციას, ეს მიუღებელია"

კობახიძე: "როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პარტიის აქციას, ეს მიუღებელია"

03/04/2023 07:58:27 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ევროპარლამენტარი როდესაც ესწრება რომელიმე პარტიის აქციას, ეს უკვე არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ”.

„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არ არის სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 21 წლის ლაზარეს „არეული ორიენტაციის“ ადამიანი უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S