ნაუსედა: "გულწრფელად გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"
03/04/2023 08:52:56 პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, მას გულწრფელად სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. გვწამს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები", – განაცხადა ნაუსედამ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


