ნაუსედა – ზურაბიშვილს: "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმავოს ურთიერთთანამშრომლობა NATO-სთან"
03/04/2023 09:05:42 პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმავოს ურთიერთთანამშრომლობა NATO-სთან. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ურთიერთთანამშრომლობა გააღრმავოს NATO-სთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა ყოველმხრივად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, გააძლიეროს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ასევე აყვავებული სახელმწიფო", – განაცხადა ნაუსედამ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


