Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რადგან ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა"

"მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რადგან ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა"

03/04/2023 09:09:06 პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინისადმი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ასევ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს დიდი შედეგები როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. უკრაინისადმი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რადგან ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა", – განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S