Accentnews.ge
პრეზიდენტი: "დროა, ალიანსმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს"

პრეზიდენტი: "დროა, ალიანსმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს"

03/04/2023 09:48:48 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "დროა, ალიანსმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს". ამის შესახებ მან ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S