იოზვიაკი – ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა
03/04/2023 11:30:25 პოლიტიკა
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ემხრობა.
როგორც ჟოზვიაკი აღნიშნავს, ევროკომისია შუალედურ მოხსენებას მაისში, საბოლო გადაწყვეტილებას კი ოქტომბერში გამოაცხადებს.
"ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის", - წერს ჟოზვიაკი", წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.


