Accentnews.ge
თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ყველანი დავმარცხდებით საქართველოს ჩათვლით – ედგარს რინკევიჩი

თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ყველანი დავმარცხდებით საქართველოს ჩათვლით – ედგარს რინკევიჩი

03/04/2023 15:07:52 პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ევროპაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას შეეხო.

მისი თქმით, საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც.

„თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, - თქვა დიპლომატმა.

ამასთან, მიის თქმით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, განაგრძობს თუ არა ევროკავშირის გზაზე სვლას და თუ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, შესაბამისი რეაქციაც არ უნდა აკვირვებდეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლოა, მთავრობამ პირობითად, 295 რეკომენდაციის შესრულების შესახებ განაცხადოს, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი:

„თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან - არა. ეს არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ მთავრობას თავს რაიმე მოვახვიოთ. უბრალოდ, შემდეგ, მთავრობას ნუ გაუკვირდება, რომ ის საკანონმდებლო რეფორმის პროცესები, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მცდარი მიმართულებით მიდის, არ იქნება გულთბილად მიღებული.

არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად.

ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ - ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი.

საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული. სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის“.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ლატვიას ძალიან აწუხებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა:

„ჩვენ ძალიან გვაწუხებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვჯერა, რომ გონივრული და დროული იქნებოდა გადაწყვეტილება მისი სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით გათავისუფლების შესახებ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S