Accentnews.ge
ცნობილია, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" განათლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეებად

ცნობილია, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" განათლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეებად

03/04/2023 19:36:22 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძის, ხოლო განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გივი მიქანაძის კანდიდატურებს წარადგენს და კენჭს უყრის. ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად კენჭს გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან.

დეპუტატების მანდატები და კომიტეტების თავმჯდომერეობის პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის ხუთ წევრს შეუწყდა უფლებამოსილება. ესენი არიან: გიორგი ამილახვარი - დაინიშნა განათლების მინისტრად;გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;ირაკლი კოვზანაძე - უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე.

მათგან ოთხმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, რასაც დედაქალაქში ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. ხოლო მხარი დაუჭირა გიორგი ამილახვარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S