Accentnews.ge
ჰერჩინსკი – კანდიდატის სტატუსის შესახებ: "საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე"

ჰერჩინსკი – კანდიდატის სტატუსის შესახებ: "საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე"

04/04/2023 07:32:29 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება "დამოკიდებული იქნება ქვეყნის მიერ განხორციელებულ პროგრესზე.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.

'საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარედგინა. 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიეცა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს დეკემბერში. ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება, რომ საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს გზის დასასრული არ არის. კანდიდატის სტატუსის მიცემის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ. ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, კომპრომისის, ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. მუშაობა გრძელდება და ვნახავთ, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე. ეს იქნება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. როგორც წყაროები აცხადებენ, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს. მათივე ცნობით, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S