2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს
04/04/2023 08:17:25 პოლიტიკა
2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. პარლამენტი „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ შესაბამის ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განმარტავს, რომ თბილისში აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და დღეს უკვე სახეზეა – ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ობიექტები, მათ შორის კვების ობიექტები, რომლებიც მოწყობილია გამწვანების პროექტით.
მისი თქმით, ახალი ცვლილებები საშუალებას იძლევა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ქაოტური მშენებლობები დარეგულურდეს და სადაც შესაძლებელია, გამწვანება მოეწყოს და ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას თითოეულ უბანში, თითოეულ კორპუსთან.


