Accentnews.ge
ახვლედიანი – „ოცნებას“ - შემდეგ ჯერზე, როდესაც მორიგ სახალხო პროტესტს მიიღებთ, ეს შეიძლება, აღმოჩნდეს დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში

ახვლედიანი – „ოცნებას“ - შემდეგ ჯერზე, როდესაც მორიგ სახალხო პროტესტს მიიღებთ, ეს შეიძლება, აღმოჩნდეს დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში

04/04/2023 09:38:19 პოლიტიკა

"შემდეგ ჯერზე, როდესაც მორიგ სახალხო პროტესტს მიიღებთ, ეს შეიძლება, აღმოჩნდეს დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ პარტიას.

მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობა და პარტიული დიქტატია, როდესაც პარტია ყველას და ყველაფერს ითავსებს. ახვლედიანის აზრით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პრემიერმა პარლამენტში ბოლო გამოსვლის დროს ვერ შეძლო რაიმე სასიკეთო ეთქვა.

"თქვენ ხართ ბრალმდებელიც და განჩინების გამომტანიც. ქვეყანაში პარტია ითავსებს ყველა ფუნქციას. ჰოდა, რატომ შეიძლება გიკვირდეთ, რომ ვერაფერს პოზიტიურს ვერ სთავაზობთ ამ გარემოში ჩვენს ქვეყანას, როდესაც სასამართლო უიშვიათესი გამონაკლისის და იშვიათი მოსამართლეების გარდა, ფაქტობრივად სრულად დაიპყარით სასამართლო სისტემა და ამით ერთი ათად აჯობეთ წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც ეს იყო ყველაზე მთავარი პრობლემა, მაგრამ თქვენ ახლა ისე დახვეწეთ მეთოდები, რომ იმ სისტემის შემოქმედსაც გაუკვირდება. ოკუპაცია, იქნება ეს ჩვენი ხალხის სიდუხჭირე თუ ევროატლანტიკურ გზაზე პრობლემები, სწორედ არაფორმალურ მმართველობას უკავშირდება. ასევე, პარტიულ დიქტატს და იმას, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდეს, ან ჩატარდეს თქვენებურად. სწორედ აქაა „ქართული ოცნების“ უმთავრესი პრობლემა და სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც მორიგ სახალხო პროტესტს, დასავლეთიდან მკაცრ შეფასებას და ოპოზიციის სიმტკიცეს მიიღებთ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის ბოლო, დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S