"საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – ეს რუსეთის ქცევის ნიმუშია, ამიტომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე"
04/04/2023 09:49:56 პოლიტიკა
"საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – ეს რუსეთის ქცევის ნიმუშია, ამიტომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ცერემონია უნდა დაიწყოს.
სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ ალიანსს.
„საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს – ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, თუმცა მან მიიღო სრულიად საპირისპირო. იგი იღებს მეტ ნატო-ს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


