Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე - მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა

მიხეილ სარჯველაძე - მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა

04/04/2023 10:06:04 პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ იგი მადლობას ვერ გადაუხდის მას, "ვინც გაბედა და ისროლა "მოლოტოვის კოქტეილი". ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„აქ, საუბარი იმაზე კი არ არის ვინმეს უდანაშაულობა დაცული უნდა იყოს თუ არა და უფლებების დაცვას საკამათოდ არავინ თვლის, მაგრამ როდესაც ოპოზიცია განცხადებებით გამოდის და ცდილობს, რომ გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, აბსოლუტურად სწორია საზოგადოებას ვუთხრათ, ვინ არის ნამდვილი გმირი და აქ, მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ პროცესს ან უნდა გაემიჯნოს, ან ვინმემ მადლობები უნდა გადაუხადოს. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, მადლობას იმ კაცს გადავუხდი და არა, ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც თვალს ვადევნებთ. ამით დამთავრდეს, აღარ არის საჭირო ამის გამეორება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S