Accentnews.ge
აქუბარდია: "შტურმი, რომელიც ხელისუფლებამ ლაზარეს წინააღმდეგ ააგორა, მაფიქრებინებს, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა"

აქუბარდია: "შტურმი, რომელიც ხელისუფლებამ ლაზარეს წინააღმდეგ ააგორა, მაფიქრებინებს, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა"

04/04/2023 11:54:01 პოლიტიკა

"შტურმი, რომელიც ხელისუფლებამ ლაზარეს წინააღმდეგ ააგორა, მაფიქრებინებს, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა",- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამოაცხადეს დამნაშავედ.

"რას ეუბნებიან იმ მოქალაქეს, რომელმაც მხედველობა დაკარგა ამ აქციაზე?! რატომ არ არის ამაზე გამოძიება დაწყებული, რატომ არ არის საუბარი მკურნალობაზე, კომპენსაციაზე და რატომ არის ამხელა ამბავი ბრალდებულზე, რომელზეც სასამართლოს არ დაუდასტურებია, რომ დამნაშავეა?! კადრებში, რომელიც შსს- მ გაასაჯაროვა, სახე ხომ არ ჩანს?! მთელი ეს შტურმი, მთელი ეს "შავი პიარი", რომელიც ხელისუფლებამ ამ ერთი ახალგაზრდის წინააღმდეგ ააგორა, კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეს არის დამნაშავის ძიების პროცესი, როცა ფიქრობენ, რომ იოლი იქნება მთელი იმ პროტესტის დისკრედიტაცია. ძალიან მარტივია, ვიდრე სასამართლო არ დაადგენს, აი ეს ჩვენი ბეჩავი სასამართლო, არავის აქვს უფლება მით უფრო კანონმდებელს, თქვას, რომ დამნაშავეა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის წინასწარ გამოცხადებულია დამნაშავედ და ხდება მისი პიროვნების ბინძური გაშავება, მისი ოჯახის და ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სხვა არაფერთან გვაქვს საქმე, თუ არა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობასთან", - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის: პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოს. სწორედ ამ უფლებით სარგებლობასა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მონახულებას ანა ნაცვლიშვილი და ანა წითლიძე გეგმავდნენ, თუმცა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარისგან თანხმობა ვერ მიიღეს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S