დღეიდან პარლამენტს ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს
04/04/2023 12:49:28 პოლიტიკა
დღეიდან საქართველოს პარლამენტს ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს. მმართველი პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ადგილმონაცვლეების დამტკიცებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
- გიორგი ამილახვარი გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა;
- ირაკლი კოვზანაძე თენგიზ შარმანაშვილმა;
- ვლადიმერ ჩაჩიბაია ირაკლი კირცხალიამ;
- ნინო იობაშვილი სალომე ქურასბედიანმა;
- გიორგი ხელაშვილი მერაბ ქვარაიამ.
ჩაკვეთაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიის 65-ე ნომერი იყო, შარმანაშვილი - 66-ე, კირცხალია 70-ე, ქურასბედიანი - 76-ე, ქვარაია კი 69-ე.


