პარლამენტმა განათლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები აირჩია
04/04/2023 15:00:05 პოლიტიკა
პარლამენტმა დღეს, 4 აპრილის სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძე აირჩია.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გივი მიქანაძეს 85 ხმით დაუჭირეს მხარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, პაატა კვიჟინაძის არჩევას 85 დეპუტატი დაეთანხმა.
პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატებიუ ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ. განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრი გახდა, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, პაატა კვიჟინაძეს უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათ გარდა, კიდევ სამ დეპუტატს შეუწყდა უფლებამოსილება. ესენი არიან:
- გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
- ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
- ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად.
დღევანდელ სესიაზე მათი ადგილმონაცვლეებიც აირჩიეს.


