ჯაფარიძე: "ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის, რაზე არ ვიცით"
05/04/2023 10:55:12 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ სასამართლოშია დაბარებული.
"დღეს უნდა ყოფილიყო ჩემი და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო, ჩვენს მიერ სპეცრაზმის დარბევის საქმეზე, მაგრამ გადაიდო მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სამაგიეროდ ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის, რაზე არ ვიცით, დანართში ნახეთო და დანართი არ არის, არ ჩამოიტანეს", – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


