Accentnews.ge
პრემიერი – ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას

პრემიერი – ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას

05/04/2023 11:21:10 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ თანამოქალაქეებს პასექის დღესასწაულის დაწყებას ულოცავს.

„ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას.

ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის და მათ შორის, ქართველებისთვის, ვისაც ებრაელებთან ათასწლოვანი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს.

ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.

მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S