რა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერმა სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრთან შეხვედრისას
05/04/2023 12:06:32 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
მისი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.


