სანქცირებული მოსამართლის პირველი რეაქცია აშშ–ის გადაწყვეტილებაზე
05/04/2023 17:20:10 პოლიტიკა
აშშ–ის მიერ სანქიცრებულმა მოსამართლმ ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებისგან შეიტყო აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, ელოდა თუ არა ის სანქცირებას, შენგელიამ უპასუხა: „არ ვიცი რა გითხრათ, პირველად მესმის თქვენგან“.
ჟურნალისტმა მას დაუზუსტა, რომ საუბარია „კლანის“ წევრებზე.
„რა შუაშია კლანი?! რა კლანი, რის კლანი!“– იყო მოსამართლის პასუხი.
დამაზუსტებელ კითხვაზე, „კვლავ უარყოფთ კლანის არსებობას?“, შენგელიამ გაიმეორა: „რა თქმა უნდა. არავითარი კლანი და კორუფცია სასამართლოში არ არსებობს“.
აშშ–მა სანქციები დაუწესა ოთხ მოსამართლეს. მეტი სანქცირების შესახებ წაიკითხეთ აქ.


