Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ინტერესი არ გქონდეს, საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია

ირაკლი კობახიძე: რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ინტერესი არ გქონდეს, საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია

05/04/2023 19:58:27 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ–ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“.

„ამ თემასთან დაკავშირებით საელჩოს ვებ გვერდზე დაიდო ე.წ. ხშირად დასმული კითხვები და ერთ-ერთი კითხვა ეხება იმას, თუ რამდენად გაუზიარებენ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს იმისათვის, რომ დაიწყოს გამოძიება და პირდაპირ წერია, რომ არა-არ გაუზიარებენ. საკუთარი ინფორმაციის მიხედვით უნდა აწარმოოთ გამოძიება, ეს არის პასუხის შინაარსი. ანუ იციან რომ დანაშაული ჩადენილია, ამას ხომ ამბობენ, აბა კორუფცია რა არის -პირდაპირ დანაშაულში ბრალდებაა ხომ? და პირდაპირ წერენ, რომ არ გაუზიარებენ. საზოგადოება ბუნებრივია ყველაფერს აანალიზებს. რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ელემენტარულად ინტერესი არ გქონდეს, რომ საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია. აქედან ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე. ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ვერ დავუშვებთ ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება ეს ნაცმოძრაობა, უცხოელი აგენტები, ენჯეოები თუ ნებისმიერი სხვა. ამას ვერ დავუშვებთ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოში და მით უმეტეს, ვერ დავუშვებთ რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ხელით ისევ სასამართლოს სისტემის მართვას, ეს გამორიცხულია.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: დღეს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქციებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S