ლინკევიჩუსი - მოსამართლეების სანქცირებაზე: "გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც"
06/04/2023 07:31:53 პოლიტიკა
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც“, - ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.
ცნობისთვის: აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. სახდეპის განცხადებაში, ისინი კორუფციაში იყვნენ ჩართულნი და პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ თანამდებობებს.


