Accentnews.ge
აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებისკენ მოუწოდებენ

06/04/2023 08:15:54 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობისადმი მკაცრი პოლიტიკისა და სანქციებისკენ დაწესებისკენ მოუწოდებენ: 6 აპრილს ამერიკულ გამოცემა Foreign Affair–ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით, „რუსეთი საქართველოში იმარჯვებს“. ტექსტის ავტორები არიან სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

ავტორების შეფასებით, მოსკოვის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა ქმნის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს და სანამ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“ მართავენ, ევროკავშირში საქართველოს შესვლა წარმოუდგენელია. სტატიაში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა აღარ უკავია და რუსეთთან ეკონომიკური კავშირები შენარჩუნებული აქვს, ქვეყანას ისევ მართავს და შიშობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრება საფრთხეს შეუქმნის ინსტუტუტებსა და მთავრობაზე მის ძალაუფლებას.

ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენის შესასუსტებლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას და მიიღონ ზომები ივანიშვილის და ნებისმიერი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ბიძინა ივანიშვილი შეიყვანონ დასავლეთის სანქციების სიაში და სანქციები დაუწესონ საქართველოს მთავრობის წევრებსაც.

5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს სასამართლო სისტემის 4 წარმომადგენელს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S