Accentnews.ge
სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამაც" შექმნას

სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამაც" შექმნას

06/04/2023 10:54:42 პოლიტიკა

შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები, თუ იქამდე მივედით, რომ არ არსებობს სხვა მექანიზმი, რათა ყველაფერი იყოს საჯარო, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნებათ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ მიიღოს ყველაფერზე ამომწურავი პასუხი. გვაქვს სივრცე და ბევრი რესურსი, რომ საზოგადოებას მეტი და ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთ-ერთი მექანიზმი [ეს იყოს] და საერთოდ არ დაგვჭირდეს ოპოზიციის ჩართვა. ჩვენ დასვათ ეს საკითხი მათი რიგგარეშე სხდომების გარეშეც. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები და შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, ამ ნაბიჯსაც დიდი ალბათობით [გადავდგამთ] ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, არაფერს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S