Accentnews.ge
დეგნანი: „სამართლის უზენაესობა არის პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანებისთვისაც”

დეგნანი: „სამართლის უზენაესობა არის პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანებისთვისაც”

06/04/2023 12:27:01 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადები, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ და მხარს დაუჭერს სასამართლოს განვითარების ძალისხმევას.

მისი თქმით, სამართლის უზენაესობა მთავარი მოთხოვნაა, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში გაწევრიანების კონტექსტშიც.

„სანქციები ეხება ოთხ მოსამართლეს. ეს არის საგულდაგულო პროცესი. ჩვენ გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის სხვადასხვა ინსტრუმენტი, მართლმსაჯულების უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერის. ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ჩვენს სანქციებს. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ სასამართლოს განვითარების ძალისხმევას, რომ არ იყოს კითხვები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნდობა. ეს არის თავისუფალი არჩევნები, არის თუ არა თანაბარი პირობები ბიზნესსაჩივრებისთვის და ა.შ. არ უნდა არსებობდეს მოსახლეობაში კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიკერძოებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის აღმშენებლობას ვცდილობთ. როგორც ვნახეთ, ეს არის პრიორიტეტი საქართველოS ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვისაც. სამართლის უზენაესობა არის მოთხოვნა“,– განაცხადა ელჩმა „მთავარი არხის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S