დეგნანი: „მთელს ძალისხმევას ვდებთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“
06/04/2023 13:12:28 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების სანქცირების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოიყენებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სასამართლოს დამოკიდებლობისთვის და ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების გზაზე.
მისი თქმით, ქვეყნის პარტნიორებს სურთ, რომ საქართველომ წელს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მთელი ძალისხმევა აქეთკენაა მიმართული.
„მთელს ძალისხმევას ვდებთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი [ევროკავშირის წევრობის]. მთელი ძალისხმევა აქეთკენაა მიმართული. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან კარგად წარმოადგენს საქართველოს ევროპულ დედაქალაქებში, ხსნის, თუ რამდენს აკეთებს ქართველი ხალხი მოთხოვნის შესასრულებლად, რაც საჭიროა სტატუსისტის. ჩვენ გვსურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. და ყველას გვსურს, რომ ეს ვიხილო წელს“,– თქვა ელჩმა "მთავარი არხის" ეთერში.


