Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

07/04/2023 07:56:59 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში გასული წლის 24 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. 2015 წლის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს ბოლოს 2021 წლის სექტემბერში სტუმრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S