Accentnews.ge
კალაძე – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე შემაშინებს რაღაც სანქციებით, ძალიან ცდება

კალაძე – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე შემაშინებს რაღაც სანქციებით, ძალიან ცდება

07/04/2023 10:53:37 პოლიტიკა

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მას სანქციებით ვერ შეაშინებენ.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე შემაშინებს რაღაც სანქციებით, ძალიან ცდება“, – აცხადებს იგი.ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, 2011 წელს პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელი მდგომარეობის გამო მიიღო და ამას დღემდე არ ნანობს:

„2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო“.

რაც შეეხება მოსამართლეებისთვის აშშ–ის მიერ სავიზო შეზღფუდვის დაწესებას, კალაძე ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება:

„დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და ეს გადაწყვეტილება, ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანას და ამერიკას შორის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S