ალიევი: „საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული კავშირები ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია“
07/04/2023 11:34:52 პოლიტიკა
საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის":
„საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც გასულ წელს ევროკავშირთან ხელი მოვაწერეთ, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწვდით ევროპას 20 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე, ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.


