Accentnews.ge
ალიევი – ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევს თავს და გვსურს, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, ჩვენი ერების მომავალს წაადგეს

ალიევი – ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევს თავს და გვსურს, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, ჩვენი ერების მომავალს წაადგეს

07/04/2023 11:43:40 პოლიტიკა

"მიხარია, რომ მოგესალმებით აზერბაიჯანში, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენი შეხვედრა ხშირია. 6 თვის წინ თქვენთან, საქართველოში ვიმყოფებოდი, თვენი სტუმარი ვიყავი და დღეს თქვენ იმყოფებით ჩვენთან. საქართველოში ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალას რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ეს კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან წლებია მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

„ჩვენ მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალი, მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევს თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს.

დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცეს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დღეს დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S