Accentnews.ge
საქართველოს პრემიერი: "ჩვენ ვაპირებთ წელს ანაკლიის პორტის მშენებლობა დავიწყოთ, დაახლოებით ერთ წელიწადში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს"

საქართველოს პრემიერი: "ჩვენ ვაპირებთ წელს ანაკლიის პორტის მშენებლობა დავიწყოთ, დაახლოებით ერთ წელიწადში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს"

07/04/2023 12:09:05 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე "შუა დერეფნის" მნიშვნელობასა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

"მე ასევე მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ წლების განმავლობაში, უახლოეს მომავალში ყველა ის ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S