ალიევი – შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა საერთო უნდა იყოს
07/04/2023 12:18:43 პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ეს მასშტრაბური პროექტია, რომლის განხორციელებისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭიროა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხარდაჭერა. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდა", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ყველა ზომა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ საერთო სატარიფო პოლიტიკა დაინერგოს.
“შუა დერეფნით ახალი ტვირთის გატარება მოხდება. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისთვის, რომ იმისთვის რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს რომ მივიზიდოთ გადამზიდავები”,-განაცხადა ალიევმა.


