Accentnews.ge
ადმინისტრაციის შენობასთან სკვერი მოეწყობა - მთავრობა

ადმინისტრაციის შენობასთან სკვერი მოეწყობა - მთავრობა

07/04/2023 12:36:18 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბარია ადმინისტრაციის სამოქალაქო შესასვლელზე.

„მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია რკინის ბოძები. პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს, რათა საპროტესტო აქციების ჩატარებას ხელი შეეშალოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S