აშშ ძლიერი მხარდამჭერია პროფესიონალური და ეთიკური ჟურნალისტისკის - დეგნანი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე
07/04/2023 13:04:25 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებაზე.
„აშშ ძლიერი მხარდამჭერია ძლიერი და დამუკიდებელი მედის და ძლიერი მხარდამჭერია პროფესიონალური და ეთიკური ჟურნალისტისკის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა საშუალებას, მოსახლეობამ სწორი და სანდო ინფორმაცია მიიღოს. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, რა ტიპის წესებს შემოიღებს. ჩვენს პარლამენტშიც არის აკრედიტაციის მოთხონა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ეს წესი და თუ განხორციელდება ის სამართლიანად და მიუკერძოებლად“,– უპასუხა ელჩმა შესაბამის კითხვას.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს „მთავარი არხის“ და „TV პირველის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
მედიაკოალიციის შეფასებით, სადამსჯელო ხასიათს ატარებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ "ზოგიერთი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტს".


