Accentnews.ge
სააკაშვილი – აშშ-ს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის

სააკაშვილი – აშშ-ს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის

07/04/2023 17:57:37 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" წერილს აქვეყნებს აშშ–საქართველოს ურთიერთობების შესახებ. ექს–პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას, ამასთან, მისთვის მიუღებელია ამერიკის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები.

„მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. ყველა გონს უნდა მოვეგოთ და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც მთელი ეს დრო წყალს ვსვამდით. ესენი უფსკრულში, უბედურებაში მიგვათრევენ და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ, დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე, ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე, თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

სანქციების დაწესებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთიათად გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის, რის შემდეგაც ისინი მათ დახმარებას მოვალეობად თვლიან.

ვარდების რევოლუციის დროს, დასაწყისში, ისინი არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი", - ნათქვამია „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს მოუწოდებს 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S