Accentnews.ge
ხაბეიშვილმა აქციის 4 მოთხოვნა დაასახელა

ხაბეიშვილმა აქციის 4 მოთხოვნა დაასახელა

09/04/2023 19:50:15 პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 4 მოთხოვნა დაასახელა.

„არის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელთა გარშემოც უნდა გავერთიანდეთ ამ შეკრების შემდეგ. პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნა – თქვენ ნახეთ აშშ-ის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს, დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა უნდა მოვითხოვოთ. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი: ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცესკოს რეფორმა. დეოლიგარქიზაცია ჰქვია იმას ,რომ ბიძინას პირადი ბანკირები, მცველები, „შნირები“ და მოურავები არ უნდა იყვნენ მთავრობაში, რომლებიც ქართველ ხალხს არ აურჩევია. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო გთავაზობთ დისკუსიას, ერთობას, საერთო ბრძოლის ხაზს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები გვერდზე და შემოგვიერთდით. ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღეს პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, პოლიტიკოსება და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S