Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება

პრემიერ–მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება

10/04/2023 08:18:49 პოლიტიკა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა უკავშირდება აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განცხადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს და მასთან შეხვედრა მოითხოვა.

ცნობისთვის: აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S