ზარქუა – ხაბეიშვილს: "12–პუნქტიან გეგმას შევასრულებთ, ოღონდ თქვენ არ შეშფოთდეთ, თუ გეცლებათ, იმ ორში მიიღეთ მონაწილეობა, თუ არა, არ შეგაწუხებთ, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, ჩემო ხაბე"
10/04/2023 14:29:25 პოლიტიკა
"ჩვენ ხაბეიშვილის მოწოდებებს სერიოზულად ვუყურებთ, დიახ, ბატონო ლევან, ჩვენ 12 პუნქტიან გეგმას შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ თქვენს ამ მოწოდებას, ოღონდ თქვენ არ შეშფოთდეთ", - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ენმ–ის ლიდერს ლევან ხაბეიშვილს.
„ჩვენ ხაბეიშვილის მოწოდებებს სერიოზულად ვუყურებთ და დიახ, ბატონო ლევან, ჩვენ 12 პუნქტიან გეგმას შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ თქვენს ამ მოწოდებას, ოღონდ თქვენ არ შეშფოთდეთ, ძალიან გთხოვთ, არ აღელდეთ, ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა დაგვრჩა ორი, დანარჩენი შესრულებულია, იმ ორში, თქვენ თუ გეცლებათ შემობრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა, თუ არ გეცლებათ, არ შეგაწუხებთ, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამას, ჩემო ხაბე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


