Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს

10/04/2023 14:54:54 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კანდიდატების ვინაობა ადმინისტრაციას არ გაუსაჯაროებია, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალება იტყობინება, რომ მათ შორის არ არის ფინანსთა მოქმედი მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა სურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეა.

ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმდინარე გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. უცნობია, ადმინისტრაციიდან ვინ წარმართავს ამ პროცესს და არის თუ არა მასში ჩართული პრეზიდენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს თავისი მოქმედი წევრებიდან. შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. საბჭო 9 წევრისგან შედგება, მათ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 26 თებერვალს გამოაცხადა. ვადა კი 15 მარტს ამოიწურა.

უფრო ადრე, 23 თებერვალს, მან ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს და თქვა, რომ "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!".

„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით ცვლილებები, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტმა კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შეიტანა.

ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით.

კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დააკვირდებიან პროცესს და იმის მიხედვით გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S